|
2016-03-01 18:12:53, 600 ნახვა
საზოგადოება
თბილისის იუსტიციის სახლის მოხალისეებს სერტიფიკატები გადაეცათ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროგრამის „მოხალისე" მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორის მოადგილემ გიორგი პაპავამ 100-მდე მოხალისეს სერტიფიკატები გადასცა. დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, პროგრამაში მონაწილეობდნენ როგორც 14-დან 18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეები, ისე სტუდენტებიც. მათ საშუალება ჰქონდათ მოქალაქეთა მომსახურების პროცესში მოხალისედ ჩართულიყვნენ. პროგრამა „მოხალისე“ თბილისის გარდა სხვა იუსტიციის სახლებშიც მიმდინარეობს. მისი მიზანია ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა. მოხალისეები გარკვეული ტრენინკურსის გავლის შემდეგ იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მოქალაქეების მიღებასა და ფოტოების გადაღებაში ეხმარებოდნენ. "ამ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა დიდი გამოცდილება მიიღეს. იუსტიციის სახლისა და ჩვენი ცენტრის ერთობლივი პროექტი მთლიანად მოხალისეობრივ საწყისებზე იყო დაფუძნებული და ქვეყანაში მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობდა, რაც დანაშაულის პრევენციის ცენტრის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს", - აღნიშნა გიორგი პაპავამ. პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მოხალისეებს მადლობა გადაუხადეს იუსტიციის სახლის წარმომადგენლებმა. ცნობისთვის, 2014-2015 წლებში პროგრამაში 1500-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)