03:17 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-12 20:53:45, 401 ნახვა

საზოგადოება
მეუფე ზენონი - თავისუფლება და სოლიდარობა თავისუფლებისა და სამართლიანობის ძიებისთვის ნაიარევ და რეპრესირებულ თანამოქალაქეებს

თავისუფლება და სოლიდარობა თავისუფლებისა და სამართლიანობის ძიებისთვის ნაიარევ და რეპრესირებულ თანამოქალაქეებს,- დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

მეუფე ზენონის განცხადებით, იმ დიდებული წარსულისგან განსხვავებით, საქართველოსადმი სრული უგრძნობლობის გამომხატველია ის გზავნილი,რაც ქართული ჰუმანიზმის სახელ- სიმბოლო რუსთაველის გამზირიდან დედის განწირული ხმით ძახილში, საქართველოს მოქალაქეების სისხლში, ცრემლებში, წამებასა და რეპრესიებში აისახა.

„თავის დროზე გრიგოლ რობაქიძე წერდა: „ქართველმა იგრძნო საქართველო და ამ გრძნობიდან ჩაისახა ქართული რენესანსი“. დიახ, ოდესღაც ამ შეგრძნებამ შვა სამართლებრივ სახელმწიფოში ქრისტიანულ ჰუმანიზმზე დაფუძნებული ეროვნული და საკაცობრიო მონაპოვარი, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.

იმ დიდებული წარსულისგან განსხვავებით, საქართველოსადმი სრული უგრძნობლობის გამომხატველია ის გზავნილი,რაც ქართული ჰუმანიზმის სახელ- სიმბოლო რუსთაველის გამზირიდან დედის განწირული ხმით ძახილში, საქართველოს მოქალაქეების სისხლში, ცრემლებში, წამებასა და რეპრესიებში აისახა.

კიდევ ერთხელ, თავისუფლება და სოლიდარობა საქართველოს ერთგულებისთვის, საქართველოს სიყვარულისთვის, სიცოცხლისა და ბედნიერების უფლებისთვის, თავისუფლებისა და სამართლიანობის ძიებისთვის ნაიარევ და რეპრესირებულ თანამოქალაქეებს!“- წერს მეუფე ზენონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics