|
2016-03-01 15:27:27, 519 ნახვა
საზოგადოება
მსჯავრდებულების მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში წარმოებული პროდუქცია ონლაინ მაღაზიის მეშვეობით გაიყიდება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ინიციატივით „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულებს მათ მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში წარმოებული პროდუქციისა და ნაკეთობების რეალიზაციის საშუალება ეძლევათ. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში უკვე დაწყებულია. გუშინ კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, დღეს კი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, პატიმრობაში მყოფი პირის მიერ დამზადებული პროდუქცია, რომელიც პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვით და კონტროლით ინდივიდუალურ საქმიანობას ეწევა, ე.წ ონლაინ მაღაზიის გამოყენებით გაიყიდება. რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა კი, მსჯავრდებულების პირად საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება. მაღაზიის შექმნასა და მისი მუშაობის ორგანიზებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს. აღნიშნულ საქმიანობის პირობები და პროდუქციის სახეობები კი, მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება. პენიტენციურ დაწესებულებებში არაერთი მსჯავრდებული ამზადებს სხვადასხვა ტიპის ნაკეთობებს - მინანქრისა და თექის ნაწარმი, ხის ნაკეთობები და სხვა. აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციის საკითხს „პატიმრობის კოდექსის“ არსებული რედაქცია არ ითვალისწინებდა. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები კი, მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ ცვლილებათა პაკეტს პარლამენტის სხდომაზე უყრიან კენჭს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)