19:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-08 11:29:49, 414 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი - ბექა ყორშიას პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან - ის მსუბუქადაა ნაცემი

ბექას ედავებიან პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ბექა ყორშიას უფლებადამცველმა, ვიქტორ კვიტატიანმა განაცხადა.

როგორც კვიტატიანმა აღნიშნა, ყორშია წინასწარი დაკავების იზოლატორში გუშინ მოინახულა და ის მსუბუქადაა ნაცემი.

„მე გუშინ მოვინახულე ბექა ყორშია, ვიყავი იზოლატორში შესული. თავდაპირველად შესახლების პროცედურა მიდიოდა ძალიან დიდხანს. დაკავებიდან 4 საათის განმავლობაში პიროვნება უბრალოდ ვერ ვიპოვეთ. მხნედ არის, ძალიან კარგ ხასიათზე არის მინდა აღვნიშნო. მსუბუქად არის ნაცემი. დაცვის უფლებით ვერ სარგებლობდა 4 საათის განმავლობაში, მას ვერ ვპოულობდით არ ვიცოდით მისი ადგილსამყოფელი. ბექასთან მიმართებაში პირველი რაც უნდოდა ეს იყო, რომ ეძებდნენ მის ტელეფონს. მაგრამ არ გაუმართლათ, ბექას ტელეფონი თან არ ჰქონდა, შემდეგ დაიწყეს მის გადაცემებზე ლაპარაკი, რაც დეტალურად იცოდნენ. ბექა დააკავეს მეტროს მიმდებარედ, ნიღბიანი პირები მივარდნენ და დააკავეს. მანქანაში ფიზიკურად გაუსწორდნენ, ოღონდ სხვებთან შედარებით მსუბუქად. ბექას ედავებიან პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. რაც უსაფუძვლოა“,- განაცხადა ადვოკატმა, ვიქტორ კვიტატიანმა „მთავარ არხთან“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics