19:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-07 03:18:12, 487 ნახვა

პოლიტიკა
სანაპიროზე ჩრდილო კავკასიელები იარაღით აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ - ვიდეო

ვითარება დაიძაბა სანაპიროზე. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მარჯვენა სანაპირო გადაკეტეს. აქციის მონაწილებთან დაპირისპირება მოხდა უცნობ პირებთან.

შავი ჯიპიდან რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა და აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ჩანს ერთ-ერთი აქტივისტის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია შეიარაღებულ პირთან დაპირისპირების შესახებ ცნობა  გავრცელდა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებს განუცხადა, თაქვდამსხმელები იარაღით საუბრობდნენ რუსულ ენაზე ჩეჩნური ან დაღესტნური აქცენტით. დაცვის-ერთ ერთმა წევრმა აქციის მონაწილეებს უთხრა რომ თავდამსხმელი ჩეჩენი ბიზნესმენია, რომელიც დაცვით გადაადგილდებოდა.

მანამდე კი სპეციალური დანიშნულების რაზმებმა რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან ძალადობრივი მეთოდებით გაწმინდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და რამდენიმე მათგანი არაპროპორციული ძალის გამოყენებით დააკავეს. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics