20:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-05 10:11:19, 404 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი სპეცრაზმელების სიაზე - ეს სია მნიშვნელოვანი მონაპოვარია, ადასტურებს სისტემის რღვევას და საზოგადოებრივ მორალურ წნეხს აძლიერებს

ეს სია მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რამეთუ ადასტურებს სისტემის რღვევას და საზოგადოებრივ მორალურ წნეხს აძლიერებს,- ასე ეხმაურება საქართველო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებულ სპეცრაზმელების სიას.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქასელ „ფეისბუქზე“ წერს, ეს წნეხი საზოგადოების ჯანსაღი გამოვლინებაცაა და დიდი ძალა, თუმცა არავითარ შემთხვევაში პირად ანგარიშსწორებაში არ უნდა გადაიზარდოს.

„ეს სია ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რამეთუ ადასტურებს სისტემის რღვევას და აძლიერებს საზოგადოებრივ მორალურ წნეხს ადამიანებზე, რომლებსაც, იმედი მაქვს, შეიძლება სინდისი აწუხებთ და ჩადენილს განიცდიან.

ეს წნეხი საზოგადოების ჯანსაღი გამოვლინებაცაა და დიდი ძალა, თუმცა არ უნდა არავითარ შემთხვევაში გადაიზარდოს პირად ანგარიშსწორებაში ! ამან პირიქით დროებით კონსოლიდაცია შეიძლება გამოიწვიოს. სამართლიანი სასამართლოს დრო ისედაც მოდის!“- წერს ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, „მთავარი არხი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროდან ფარულად მიაწოდეს იმ სპეცრაზმელების სია, რომლებიც თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლაზე არიან პასუხისმგებელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics