20:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-05 00:44:42, 518 ნახვა

პოლიტიკა
რინკევიჩსი - ვფიქრობ, საქართველოს მხარდასაჭერად საუკეთესო გზას ვიპოვით და ამ გზებზე თანამოაზრე ქვეყნების ლიდერებთან ვისაუბრებთ

ვფიქრობ, საქართველოს მხარდასაჭერად საუკეთესო გზას ვიპოვით და ამ გზებზე თანამოაზრე ქვეყნების ლიდერებთან ვისაუბრებთ,- ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.

რინკევიჩსმა აღნიშნა, რომ ბალტიის ქვეყნები იყვნენ პირველები, რომლებმაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს პერსონალური სანქციები დაუწესეს.

„ნუ დაგვავიწყდება, რომ ბალტიის ქვეყნები იყვნენ პირველები, რომლებმაც პერსონალური სანქციები შემოიღეს. ეს არის ის მიმართულება, რომლითაც ჩვენი დიპლომატებიც ევროკავშირის ფარგლებშიც იმუშავებენ, მაგრამ საჭიროა კონსენსუსი. ეს საკითხი უახლოეს დღეებში განიხილება. ვფიქრობ, საუკეთესო გზას ვიპოვით საქართველოს მხარდასაჭერად, მაგრამ ვფიქრობ, ამ გზებზე ვისაუბრებთ თანამოაზრე ქვეყნების ლიდერებთან“,- განაცხადა რინკევიჩსმა.

შეგახსენებთ, 1-ელ დეკემბერს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, იმ პირების მიმართ, ვინც საქართველოში პროტესტის დახშობაზეა პასუხისმგებელი, სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნებს დაუწესდათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics