20:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-04 22:58:27, 404 ნახვა

პოლიტიკა
ხარაზიშვილი - სპეცრაზმელებზე ვინც იძახის არაფხიზელ მდგომარეობაშია - არასწორი ხალხია

სპეცრაზმელებზე ვინც მაგას იძახის, არაფხიზელ მდგომარეობაშია, ეს არასწორი ხალხია. ვინც მაგას ამბობს ის არის თვითონ ნარკომანიც და არაფხიზელ მდგომარეობაშიც,- ასე პასუხობს გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხებოდა.

„სპეცრაზმელები ვინც მაგას იძახის, არაფხიზელ მდგომარეობაშია, ეგ არასწორი ხალხია. ყველა იტყუება მაგას. მოიყვანონ რომელია არაფხიზელი, რაებს იტყუებით, ვერ გავიგე? ვინც მაგას ამბობს ის არის თვითონ ნარკომანიც და არაფხიზელ მდგომარეობაშიც, ახლა, ვინ პრეზიდენტზე მელაპარაკებით?"- ამბობს ხარაზიშვილი.

ზვიად ხარაზიშვილს ჟურნალისტებმა სპეცრაზმის მხრიდან ძალადობაზე ჰკითხეს, რაზეც მან თქვა: „არავინ არ გასცემს დავალებებს. სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედებენ“.

ამასთან, ის ამბობს, რომ „სპეცრაზმელი არ იღლება და ვერავინ ვერ დაღლის, ვერაფრით ვერ დაღლის“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics