21:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 22:27:06, 379 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს

თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს.

როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, წყლის ჭავლს საკანონმდებლო ორგანოს შიდა ტერიტორიიდან უშვებენ.

მოქალაქეები კი, მათ წინააღმდეგ პიროტექნიკას იყენებენ.

პარალელურად, საპოლიციო ძალები მობილიზებულია ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე.

შეგახსენებთ, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მე-6 დღეა იმართება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics