21:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 22:05:32, 430 ნახვა

პოლიტიკა
შსს-ს თანამშრომელი გიორგი გოგინაშვილი თანამდებობას ტოვებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გიორგი გოგინაშვილი ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ გოგინაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც გოგინაშვილი აღნიშნავს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა.

„30 ნოემბერი, 01 დეკემბერი დასვენების დღეები მქონდა, 02 დეკემბერს გამოვცხადდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სადაც ვმუშაობ პატრულ-ინსპექტორი, მესაზღვრე-კონტროლიორის პოზიციაზე, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება და მივმართე შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს პატაკით, განმათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოს შსს-დან“,- წერს გოგინაშვილი.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics