21:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 14:03:29, 423 ნახვა

პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი - მოვუწოდებთ „ოცნებას“, ევროპული ღირებულებებისგან დაშორებული მავნე ტრაექტორია შეცვალოს

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ევროპული ღირებულებებისგან დაშორებული მავნე ტრაექტორია შეცვალოს,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი სტივენ დოუტი განცხადებას ავრცელებს.

როგორც დოუტის განცხადებაშია აღნიშნული, "სასტიკი და გადაჭარბებული ძალის გამოყენებას მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ გმობს".

"საქართველოში ხალხი აჩვენებს, რომ ეწინააღმდეგება "ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის შემდგომი ნაბიჯები ევროპული მომავლისკენ, რაც პირდაპირ ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციას.

მე ვგმობ სასტიკი და გადაჭარბებული ძალის გამოყენებას მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ, რომელიც გრძელდება ბოლო დღეებში. როგორც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ აღნიშნა, ეს არის შეკრების თავისუფლების უფლების სერიოზული დარღვევა.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მოისმინოს, განმუხტოს ეს სიტუაცია და შეცვალოს ევროპული ღირებულებებისგან დაშორებული თავისი მავნე ტრაექტორია. დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან დაშორებული ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას დააზარალებს და ძირეულად დააზიანებს ურთიერთობებს საქართველოს მეგობრებთან და პარტნიორებთან",- ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics