21:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 18:41:11, 296 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - არა ქვეყნის აყირავების, არამედ ქვეყნის განვითარების სურვილით უნდა გავერთიანდეთ, ერთად მოვითხოვოთ მოლაპარაკებების გახსნა

ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ არა სიტყვით, არამედ საქმით - სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გადადგა საქართველომ ყველაზე ქმედითი და წარმატებული ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაკეთებული ვიდეომიმართვისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების სურვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კონსტუტუციის 78-ე მუხლის ჩანაწერით განამტკიცა და საქმით დაამტკიცა, რომ ერთგულია ევროპული კურსის. 

„თუ მართლა გულწრფელად უნდათ საქართველოს ევროინტეგრაცია და ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის დასრულება, ევროპული სტრუქტურების ხელშია ამის გასაღები. გამოდით ბატონებო და მიიღეთ გადაწყვეტილება. საპროტესტო აქციებზე გამოსულ მოქალაქეებს მივმართავ: არა ქვეყნის აყირავების, არამედ ქვეყნის განვითარების სურვილით უნდა გავერთიანდეთ, ერთად მოვითხოვოთ მოლაპარაკებების გახსნა და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დასავლეთმა და არა საქართველოს მთავრობამ. 

არარსებული პროტესტის ნაცვლად, მოდით, გამოვხატოთ პროტესტი სწორედ ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად. ერთად მოვუწოდოთ ევროკავშირის სტრუქტურებს, გახსნან მოლაპარაკებები, დადონ დოკუმენტი, რომელსაც ხელს მოვაწერთ. გვაჩვენონ პარტნიორობა საქმით და არა მხოლოდ ლაპარაკით. საქმე შანტაჟის ნაცვლად - ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება“,- აღნიშნა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics