22:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 01:40:31, 403 ნახვა

პოლიტიკა
ყოფილი პრემიერი კვირიკაშვილი - მუხტის თვითდინებით ჩაცხრობა აღარ მოხდება

გიორგი კვირკაშვილი ბოლო დღეებია ეხმიანება საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. მან დაწერა, რომ „ქართული ოცნება“ დრამატულად აზიანებს საკუთარ ლეგიტიმაციას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით.

„მთავრობის გუშინდელი განცხადებებიდან ჩანს, რომ სიჯიუტემ აჯობა საღ აზრს – ხელისუფლება ჩაჭიდებულია იდეაფიქსს, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი ივსება ძირითადად სახელმწიფო გადატრიალების მომხრეებით, რომელთაც ან არასწორად ესმით, ან არ უნდათ, რომ გაიგონონ მათი ნათქვამი. სიმართლე კი იმდენად ცხადია, საჭიროა უბრალოდ თვალი გაუსწორო და დაინახო, რომ ქუჩაში გამოსულთა უმრავლესობა არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ერთადერთი მიზანი აქვთ – სახელმწიფომ გაიგონოს მათი ხმა. ხელისუფლების მხრიდან შემხვედრი ნაბიჯების გარეშე ამ მუხტის თვითდინებით ჩაცხრობა აღარ მოხდება, რადგან პროტესტი გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა. ახალგაზრდების ნებაზე ძალადობით მთავრობა იღებს ძალიან მძიმე პასუხისმგებლობას მოვლენების შემდგომ განვითარებაზე“ – წერს კვირიკაშვილი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics