22:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 00:51:21, 382 ნახვა

პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი - ვნახეთ სცენა, როგორ აქეზებდა ზრდასრული მამაკაცი არასრულწლოვან ბავშვს, ესროლა ქვები სამართალდამცველების მისამართით

პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ჩვენ ვნახეთ სცენა, როგორ აქეზებდა ზრდასრული მამაკაცი არასრულწლოვან ბავშვს, ესროლა ქვები სამართალდამცველების მისამართით. უმძიმესი სანახავია, როგორ შეიძლება ბავშვი მიზანმიმართულად იქნეს გამოყენებული ვანდალური აქტის ჩასადენად , - წერს სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

მისივე თქმით, სახეზეა ბავშვის ექსპლუატაციის შემთხვევა, არამცთუ უგულებელყოფილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი, არამედ ძალადობის ჩასადენად მის გამოყენებას შეიძლება ბავშვის განვითარებაზე უმძიმესი შედეგები მოჰყვეს.

„პარლამენტის შენობის მომდებარედ, ჩვენ ვნახეთ სცენა, როგორ აქეზებდა ზრდასრული მამაკაცი არასრულწლოვან ბავშვს, ესროლა ქვები სამართალდამცველების მისამართით. უმძიმესი სანახავია, როგორ შეიძლება ბავშვი მიზანმიმართულად იქნეს გამოყენებული ვანდალური აქტის ჩასადენად და ამგვარად, მისი იარაღად გამომყენებელი სრულწლოვანი პირი ცდილობდეს პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ასეთ შემთხვევებს საზოგადოების მხრიდან აუცილებლად უნდა მიეცეს შეფასება და კვალიფიკაცია.

სახეზეა ბავშვის ექსპლუატაციის შემთხვევა. მისი ეკიპირება და “აღჭურვა“ გვაფიქრებინებს, რომ წინასწარ მომზადებულ, ორგანიზებულ ქმედებასთან გვაქვს საქმე. არამცთუ უგულებელყოფილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი, არამედ ძალადობის ჩასადენად მის გამოყენებას შეიძლება ბავშვის განვითარებაზე უმძიმესი შედეგები მოჰყვეს.

აქციის მონაწილეებს მოვუწოდებ, დარჩნენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მეტად გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობები და ის შედეგები, რაც შესაძლებელია მათ მიერ ბავშვების ინსტრუმენტალიზებას მოჰყვეს“, - წერს რატი იონათამიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics