|
2016-02-29 18:08:28, 605 ნახვა
საზოგადოება
ემოციური საჩუქარი საბურთალოზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებისათვის
საბურთალოს რაიონის გამგეობის პროექტის - „შეცვალე დამოკიდებულება“ ფარგლებში, რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში სპეციალური ღონისძიება გაიმართა. ბავშვებმა, რომელთა ტრანსპორტირება გამგეობამ უზრუნველყო, მშობლებთან ერთად იხილეს რევაზ მიშველაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „არ დამივიწყო“. ღონისძიებას ავტორიც ესწრებოდა. პირველად, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, სპექტაკლის ჟესტების ენით თარგმნა განხორციელდა ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისათვის. სპექტაკლის შემდეგ სპეციალურად მოწვეულმა მეთოჯინეებმა პროექტის ბენეფიციარებისათვის პატარა სახელოსნო მოაწყვეს, სადაც ბავშვებმა წინასწარ მომზადებული მასალებით თოჯინები და ქაღალდის კონსტრუქციები გააკეთეს. ღონისძიებას ესწრებოდა საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილე გაიოზ ვასაძე. მისი თქმით, პროექტი „შეცვალე დამოკიდებულება“ საბურთალოს რაიონის სკოლებში ხორციელდება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თანამოქალაქეების ცხოვრების შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. „საბურთალოს რაიონის გამგეობამ ორი კვირის წინ დაიწყო კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი „შეცვალე დამოკიდებულება“, რომლის ფარგლებში მრავალი საინტერესო ღონისძიება დაიგეგმა. დღეს ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებას დავესწარით და თავადაც იხილეთ, რამდენად ემოციური დღე იყო ამ ბავშვებისათვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შშმ პირთა თემატიკაზე სხვადასხვა სახის პროექტებს საბურთალოს რაიონის გამგეობა მომავალშიც განახორციელებს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. ღონისძიების დასრულების შემდეგ, პროექტის მონაწილე ბავშვებმა მსახიობებთან და პიესის ავტორთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)