22:33 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-30 14:54:20, 496 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტი - ევროკავშირმა უნდა დააწესოს სანქციები და შეზღუდოს ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან

ევროკავშირმა უნდა დააწესოს სანქციები და შეზღუდოს ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან - ამის შესახებ ევროპული პარლამენტი დოკუმენტს აქვეყნებს.

"მიუხედავად იმისა, რომ მხარს უჭერს მოწოდებებს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ საარჩევნო მანიპულაციის ბრალდებასთან დაკავშირებით, პარლამენტს სურს, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკანდახევაზე, საარჩევნო კანონმდებლობისა და სტანდარტების დარღვევაზე და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენება. მათ შორის არიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. ევროპარლამენტარები ასევე მოუწოდებენ ევროკავშირს მკაცრად შეზღუდოს ევროკავშირის დონეზე ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან, ამასთან, ნათლად აცხადებენ, რომ საქართველომ, ბოლო დროს მიღებული ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის, მათ შორის „კანონის გამჭვირვალობისა და საგარეო გავლენის შესახებ“ შედეგად, უკვე ფაქტობრივად შეჩერებული ჰქონდა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი." - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ევროპარლამენტარებმა 13-14 ნოემბრის პლენარულ სესიაზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მარგარიტ შინასთან ერთად განიხილეს საქართველოს ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგები.  რეზოლუციის 444 მომხრე, 72 წინააღმდეგი, 82 თავი შეიკავა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics