|
2024-11-28 19:03:16, 383 ნახვა
პოლიტიკა
პუტინი გაოცებულა საქართველოს ხელისუფლების გამბედაობით, საკუთარი პოზიციის დაცვაში დასავლეთის წინაშე
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ ის გაკვირვებულიც კი იყო იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება იცავდა თავის პოზიციას ბოლო კანონპროექტებთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ყაზახეთში სახელმწიფო ვიზიტისა და CSTO-ს სამიტის შემდეგ ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „საქართველოში მოვლენები რომ დაიწყო, მე, გულწრფელად რომ ვთქვათ, გაკვირვებით შევხედე ამ ყველაფერს და დავაკვირდი. რუსეთს არანაირი ურთიერთობა არ აქვს საქართველოს ხელმძღვანელობასთან. მაგრამ მე უბრალოდ გაოგნებული ვიყავი მათი გამბედაობით და ხასიათით, რომელიც მათ აჩვენეს თავიანთი თვალსაზრისის დასაცავად“, - თქვა პუტინმა. რუსეთის რეჟიმის მეთაურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი დასავლეთისგან განსხვავებით არ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში. „ოფიციალურ დონეზე, რუსეთი არ ერევა შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ იქ საერთოდ არ დავდივართ... მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვი ჩვენს დასავლელ „კოლეგებზე“, როგორც ამბობენ“, - აღნიშნა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)