|
2024-11-28 16:43:48, 403 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც არის მოწოდება პრეზიდენტ ზურაბიშვილზე, რომ სააკაშვილი შეიწყალოს - ერთიანობის დროა
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოზე, სადაც საუბარია არჩევნების არაღიარებაზე და ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. ასევე, არის მოწოდება პრეზიდენტ ზურაბიშვილზე, რომ შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, „ახლა ერთიანობის დროა“. „ამ წუთებში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოზე, სადაც საუბარია არჩევნების არაღიარებაზე და ხელახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე. ასევე, არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლებაზე პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების და მათ შორის, პრეზიდენტ ზურაბიშვილზე, რომ შეიწყალოს პრეზიდენტი სააკაშვილი. დღეს არის ერთიანობის დრო, ყველა იმ პოლიტიკური აქტორის, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. მაშინ, როდესაც ივანიშვილი ქვეყანას აკარგვინებს არა მხოლოდ ევროპულ მომავალს, არამედ სახელმწიფოებრიობას, ყველამ, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, უნდა ჩავჭიდოთ ხელი და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“,- აცხადებს ბოკუჩავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)