23:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-27 17:55:09, 408 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიის ელჩი - ჩვენი ურთიერთობები კრიზისშია - საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ კარგი მეგობარი აღარ ვართ

ჩვენი ურთიერთობები კრიზისშია, რადგან დაახლოებით, 2023-2024 წლების გარდამავალ პერიოდში, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ აღარ ვართ კარგი მეგობარი და პარტნიორი,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

ფიშერის თქმით, „ახლა ჩიხში ვართ“.

„ჩვენი ურთიერთობები კრიზისშია, რადგან დაახლოებით, 2023-2024 წლების გარდამავალ პერიოდში, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ აღარ ვართ კარგი მეგობარი და პარტნიორი. მხოლოდ ფაქტებით ვიმსჯელებთ. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საქართველოს ამბიციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. ქართველი ხალხი ყოველთვის გვეუბნებოდა: „ჩვენ გვინდა, ვიყოთ დემოკრატია; გვინდა, ვიყოთ საბაზრო ეკონომიკა; გვინდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ეს კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ“. სწორედ ეს არის ჩვენი პარტნიორობის საფუძველი.

თუმცა, საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილი ფაქტები [რეალობა] ამ კურსს ეწინააღმდეგება, რადგან თუ გინდა ევროკავშირში გაწევრიანება, უნდა მიიღო ევროკავშირის კანონმდებლობა. ძალიან მარტივია. ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობა ხდება ახალი წევრის ქვეყნის კანონმდებლობაც. როდესაც ეს მოხდება, თქვენ წევრი ხართ. სანამ ეს არ მოხდება, არ შეგიძლიათ, იყოთ წევრი, რადგან ევროკავშირის არსი ესაა, რომ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა ერთსა და იმავე კანონმდებლობას იზიარებს“,- განაცხადა ფიშერმა გადაცემაში „საქმიანი დილა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics