|
2024-11-27 14:12:14, 278 ნახვა
პოლიტიკა
სონღულაშვილი - გარემოსდაცვითი სტანდარტები სრულად დაუახლოვდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ მოთხოვნებს
საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყნის ბუნებრივი რესურსების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, სტიქიური მოვლენების საფრთხის ქვეშ მყოფი დასახლებებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გაგრძელდება მუშაობა ადრეული შეტყობინების სისტემების გაუმჯობესების მიმართულებით, განხორციელდება წყლის რესურსების მართვის რეფორმა და ქვეყანა გადავა მდინარეთა სააუზო მართვის ევროპულ მოდელზე, გაგრძელდება მუშაობა წყლისა და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით.
სამრეწველო სექტორიდან დაბინძურების შესამცირებლად, 2026 წლიდან ამოქმედდება ახალი სტანდარტები, მათ შორის, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დადგინდება ახალი მოთხოვნები. დაიხვეწება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები და გარემოსდაცვითი ნებართვები გაიცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით. დავით სონღულაშვილმა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და დაცული ტერიტორიების ფართობის გაზრდაზეც ისაუბრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)