|
2024-11-27 10:39:21, 765 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ჯარებმა კიდევ ხუთი ტყვე უკრაინელი დახვრიტეს
კიევი უკრაინის დონეცკის ოლქში რუსული ჯარების მიერ ომის წესების მორიგ დარღვევას იძიებს. საუბარია რუსეთის ძალების მიერ პოკროვსკის მიმართულებით ხუთი უკრაინელი სამხედრო ტყვეს სავარაუდო სიკვდილით დასჯაზე, იტყობინება უკრაინის გენერალური პროკურატურა ტელეგრამის არხზე. დეპარტამენტის ცნობით, ინციდენტი ნოემბერში მოხდა, როცა რუსი სამხედროები სოფელ პეტროვკას მახლობლად უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე შეიჭრნენ. დასახლება პოკროვსკის მიმართულებით მდებარეობს, სადაც შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციამ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. „შეტევის შედეგად, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხუთი ჯარისკაცი იძულებული გახდა უკან დაეხია და მიმალულიყო კერძო სახლში, რუსმა სამხედროებმა უკრაინელი დამცველები ტყვედ აიყვანეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევით, ოკუპანტებმა ავტომატური იარაღით დახვრიტეს უკრაინელი პატიმრები“, - ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)