10:57 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-26 11:36:08, 625 ნახვა

მსოფლიო
ჯო და ჯილ ბაიდენები დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი არჩეული “რესპუბლიკელი“ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გახდებოდა პრეზიდენტი, ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე პირობა დადო, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრებოდა.

“პრეზიდენტმა დაპირება დადო, რომ დაესწრებოდა არჩევნებში გამარჯვებულის ინაუგურაციას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნებოდა ეს. ის და პირველი ლედი შეასრულებენ ამ პირობას და დაესწრებიან ინაუგურაციას. ბაიდენი მიიჩნევს, რომ ეს არის ჩვენი დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულების და ხალხის ნების პატივისცემის მნიშვნელოვანი დემონსტრირება, რადგან ჩვენ განვაგრძობთ მოწესრიგებული და ეფექტური გარდამავალი პროცესის უზრუნველყოფას“,- აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics