|
2024-11-25 22:58:44, 741 ნახვა
მსოფლიო
გულუხვი დონორი და ღიად გეი, ვინ არის სკოტ ბესენტი, რომელიც ტრამპმა ფინანსთა მინისტრად წარადგინა
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის ხაზინის ხელმძღვანელის პოსტზე ინვესტორ სკოტ ბესენტს წარადგენს. სკოტ ბესენტი სამხრეთ კაროლინის მკვიდრია. დაამთავრა იელის უნივერსიტეტი და დაიწყო კარიერა Brown Brothers Harriman-ში, ერთ-ერთ უძველეს საინვესტიციო ფირმაში აშშ-ში. მან პოპულარობა მოიპოვა 1990-იან წლებში, როდესაც დადო ფსონი ბრიტანული ფუნტისა და იაპონური იენის წინააღმდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში ბესენტი მუშაობდა ჯორჯ სოროსთან, დემოკრატიული პარტიის მთავარ დონორთან. 2011 წელს ბესენტი დაიქირავა სოროსმა, როგორც მისი Soros Fund Management-ის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი. ოთხი წლის შემდეგ ბესენტმა დააარსა საკუთარი ფონდი Key Square Capital Management. ის ასევე ასწავლიდა ეკონომიკურ ისტორიას იელის უნივერსიტეტში, იყო საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წევრი და იყო როკფელერის ინსტიტუტის რწმუნებული. ოდესღაც დემოკრატიული პარტიის მთავარი დონორი, ბესენტმა უპირობოდ დაუჭირა მხარი ტრამპს და მის ეკონომიკურ პოლიტიკას 2024 წელს. კამპანიის კვალდაკვალ მან ამომრჩევლებს უთხრა, რომ ტრამპი წამოიწყებს „დერეგულაციის, იაფი ენერგიისა და დაბალი გადასახადების ახალ ოქროს ხანას“. Associated Press აღნიშნავს, რომ სანამ ტრამპის დონორი და მრჩეველი გახდებოდა, ბესენტმა თანხები შესწირა დემოკრატებს, კერძოდ, ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტის, ალ გორის კამპანიას (ის წააგო ჯორჯ ბუშთან). WSJ განმარტავს, რომ იმავე 2000 წელს, როდესაც ბესენტმა მოაწყო ფონდების შეგროვება დემოკრატების მხარდასაჭერად თავის სახლში ჰემპტონში (ნიუ-იორკი), მან ფული შესწირა რესპუბლიკელ სენატორს არიზონადან ჯონ მაკკეინიდან. არჩევნებში ტრამპის მოგებიდან მალევე, ბესენტმა WSJ-ის სვეტში დაწერა, რომ „ბაზრები აშკარად მხარს უჭერენ Trump 2.0-ის ეკონომიკურ ხედვას“.
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)