00:20 - 29 May, 2026
|
2024-11-25 13:03:57, 702 ნახვა
პოლიტიკა
XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო [ვიდეო]
XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება „ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო. უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, მმართველი პარტიის დეპუტატებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს, რის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. აღსანიშნავია, რომ XI მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ ესწრება ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების არცერთი წარმომადგენელი. სხდომას არ ესწრებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებსაც აღნიშნულ სხდომაზე დასასწრებად მოსაწვევები არ მიუღიათ. პირველ სხდომას არაკონსტიტუციურს უწოდებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)