|
2024-11-24 18:31:11, 487 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მსვლელობა გამართეს
თბილისში, კულტურის სფეროს წარმომადგენლების, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. პროფესორ-მასწავლებლებმა, დაახლოებით, 17:00 საათზე შეკრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყეს და მსვლელობით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადაინაცვლეს.
რაც შეეხება კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ისინი რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრების შემდეგ, ასევე თსუ-სკენ გაემართნენ.
როგორც ცნობილია, ორივე მსვლელობის მონაწილეები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიიდან 21:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან, რის შემდეგაც ისინი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან გადაინაცვლებენ. ხვალ, 25 ნოემბერს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომაა ჩანიშნული. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)