|
2016-02-29 11:57:59, 632 ნახვა
საზოგადოება
შოთა რეხვიაშვილმა იპოთეკური სესხის დაფარვის პროექტის მესამე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა
„დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვის“ პროექტის მეორე ეტაპი დასრულდა, რომლის ფარგლებშიც სამინისტრომ იპოთეკური სესხი 23 დევნილ ოჯახს დაუფარა. პროექტის პირველ ეტაპზე კი სესხი 49 დევნილ ოჯახს დაუფინანსდა. სამინისტრომ გაითვალისწინა იპოთეკური სესხის დაფარვის მსურველი დევნილი ოჯახების მოთხოვნა და პროექტის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. „მიმდინარე წლის პირველი მარტიდან დაიწყება პროექტის მესამე ეტაპი და განაცხადების მიღება 31 მარტამდე გაგრძელდება“, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. 2016 წლის ბიუჯეტში სამინისტროს ამ მიმართულებით 1 000 000 ლარი აქვს გამოყოფილი. პროექტის მესამე ეტაპზე, ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2016 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ კერძო საკუთრებას. იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის, არაუმეტეს, 20 000 ლარი. განაცხადები მიიღება შემდეგ მისამართებზე: თბილისი - ვაჟა-ფშაველას ქ. N16 ზუგდიდი - რუსთაველის ქ. N87 ქუთაისი - ირაკლი აბაშიძის გამზ. N27 გორი - შმაგის ქ. N1
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)