23:37 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 11:53:43, 619 ნახვა

სამართალი
გიორგი ებანოიძე საბჭოს წევრებს საკუთარ წინადადებებს აცნობს

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მორიგი სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით 5 საკითხია გათვალისწინებული. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი  გიორგი ებანოიძე საბჭოს წევრებს   სასამართლოს გამართული ფუნქციონირების თაობაზე წინადადებებს აცნობს.

მეორე საკითხად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაკავშირებული ზოგიერთი საორგანიზაციო საკითხი განიხილება, მომხსენებელი  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძეა.

ასევე განიხილება გადაწყვეტილების პროექტი „საერთო სასამართლოების სტაჟირების კომისიების თავმჯდომარეთა დანიშვნის შესახებ“ (მომხსენებელი  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე), ზოგიერთი მოსამართლის განცხადებები ბინის დაქირავებისათვის საჭირო თანხისა და საწვავის ოდენობის გამოყოფის შესახებ (მომხსენებელი  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე),   სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წერილები (მომხსენებელი  სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე შოთა ქარჩავა).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics