|
2024-11-22 12:21:38, 406 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს,სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს და პროკურორს სანქციები დაუწესოს
ვაშინგტონში არსებული წყაროების ცნობით, ტრამპის ახალი ადმინისტრაცია გეგმავს სადამსჯელო მოქმედებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ მისი გადაწყვეტილების გამო. სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერი გასცა. უსახელო წყაროებმა განაცხადეს, რომ განიხილება პირადი სანქციები მთავარი პროკურორის კარიმ ხანის, ისევე როგორც მოსამართლეების მიმართ, რომლებმაც ორდერი გასცეს. გუშინ, არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კანდიდატმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე, მაიკ უოლზმა სოციალურ მედია X-ში დაწერა: „იანვარში ველით ძლიერ პასუხს ICC-ისა და გაეროს ანტისემიტურ მიკერძოებაზე“. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაპატიმრების ორდერები გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სასამართლო განცხადებაში უთითებს, რომ ნეთანიაჰუსა და გალანტის დაკავების ორდერები გაცემულია „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და ომის დანაშაულებისთვის, რომლებიც სულ მცირე, 2023 წლის 8 ოქტომბრიდან 2024 წლის 20 მაისამდე იქნა ჩადენილი".
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)