11:37 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-21 16:35:33, 1214 ნახვა

მსოფლიო
ჰააგის სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუს, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაპატიმრების ორდერები გასცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაპატიმრების ორდერები გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სასამართლო განცხადებაში უთითებს, რომ ნეთანიაჰუსა და გალანტის დაკავების ორდერები გაცემულია „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი და ომის დანაშაულებისთვის, რომლებიც სულ მცირე, 2023 წლის 8 ოქტომბრიდან 2024 წლის 20 მაისამდე იქნა ჩადენილი".

„არსებობს დასაბუთებული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ნეთანიაჰუსა და გალანტს ეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, როგორც ზემდგომებს, რომლებმაც მოსახლეობის წინააღმდეგ განზრახ თავდასხმა და განზრახ მიმართული ომის დანაშაული ჩაიდინეს“,- ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ორდერების საფუძველზე, ნეთანიაჰუსა და გალანტს 120-ზე მეტ ქვეყანაში ვიზიტის შემთხვევაში დაპატიმრება ემუქრებათ.

რაც შეეხება მოჰამედ დეიფს, რომლის დაპატიმრების ორდერიც ასევე გაცემულია, ისრაელი აცხადებს, რომ ერთ-ერთი საჰაერო თავდასხმისას დეიფი მოკლა, მაგრამ „ჰამასს“ მისი სამხედრო ფრთის ხელმძღვანელის ლიკვიდაცია არ დაუდასტურებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა და წევრი ქვეყნები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics