00:43 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-19 22:46:59, 480 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ჩემი სოლიდარობა ტელეკომპანია „იმედს“ და მეგი ნარსავიძეს - გამორჩეულ და უწესიერეს ჟურნალისტს!

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ტელეკომპანია "იმედის" გადამღები ჯგუფის მიმართ აქციაზე მყოფების მხრიდან თავდასხმას და შეურაცხყოფებს, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მდინარაძე სოლიდარობას უცხადებს “იმედს“ და ჟურნალისტ მეგი ნარსავიძეს.

“ჩემი სოლიდარობა ტელეკომპანია “იმედს“ და მეგი ნარსავიძეს - გამორჩეულ და უწესიერეს ჟურნალისტს! ვნახოთ ვინ და რამდენი დაგმობს ორკების ამ ფაშისტურ თავდასხმას!“,-  წერს მდინარაძე.

ტელეკომპანია “იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან შეუძლებელი გახდა ადგილზე მუშაობა. დაზიანებულია “იმედის“ ტექნიკა, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს. მეგი ნარსავიძეს და მასთან ერთად მომუშავე ოპერატორს რადიკალებმა წყალი შეასხეს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics