00:53 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-19 09:49:26, 426 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - ვეუბნები „ქოცებს“: ქართველი პოლიციელის ფორმაში გადაცმული რუსული ომონი ვერ გიშველით

სრული სიმშვიდით და მწყობრი გონებით ვეუბნები "ქოცებს": ქართველი პოლიციელის ფორმაში გადაცმული რუსული ომონი ვერ გიშველით,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" დაწერა.

გვარამიას განცხადებით, პარტიის აქტივისტები არიან ნაცემი და დაკავებულები.

"პარტიის თანათავმჯდომარეს ათობით პოლიციელი აკავებდა და ხელიდან გამოვგლიჯეთ. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები მყავს დაკავებული და დაზიანებული. პარტიის აქტივისტები - ნაცემი და დაკავებული. "მთავარი არხის" მეგობარი ოპერატორი - ნაცემი და დაკავებული.

მიუხედავად ამისა, სრული სიმშვიდით და მწყობრი გონებით ვეუბნები "ქოცებს": ქართველი პოლიციელის ფორმაში გადაცმული რუსული ომონი ვერ გიშველით. მაინც მოგიწევთ ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკურ მოუსავლეთში გადაკარგვა",- წერს ნიკა გვარამია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics