|
2016-02-28 14:31:21, 435 ნახვა
პოლიტიკა
ესპანეთი მხარს უჭერს ვიზალიბერალიზაციის პროცესს და ამ მიმართულებით დადებით სიგნალებს ელოდება
ესპანეთი მხარს უჭერს ვიზალიბერალიზაციის პროცესს და ამ მიმართულებით დადებით სიგნალებს ელოდება. ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრმა ხოსე მანუელ გარსია-მარგალომ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მან საქართველოს ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ევროკომისიის პოზიტიური დასკვნა მიულოცა. „საქართველო ძალიან წარმატებით ახორციელებს რეფორმების პროგრამას და ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ხელისუფლებას ევროპასთან დაახლოების პროცესში. გვიხარია, რომ ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება წარმატებით ხორციელდება. გვინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ და მივულოცოთ საქართველოს ხელისუფლებას და მინისტრს ის, რომ ევროკავშირის ანგარიში ძალიან პოზიტიური იყო, განსაკუთრებით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის კუთხით. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ესპანეთი საქართველოს მხარს უჭერს და ჩვენ ველოდებით კარგ სიახლეს ევროკავშირიდან როგორც თქვენთვის, ასევე ჩვენთვის"- განაცხადა ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. პრესკონფერენციაზე მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესპანეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მისი განცხადებით „ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი ეს არის უმთავრესი იმისათვის, რომ მსოფლიომ მოახერხოს საერთაშორისო სტაბილურობის შენარჩუნება და მშვიდობიანი თანაარსებობა".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)