|
2024-11-18 22:13:35, 343 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეები კიდევ 24 საათი დარჩებიან
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ შეკრებილი მოსახლეობა ადგილზე კიდევ 24 საათით დარჩება და მეორე ღამეს გაათენებს. - აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მოსახლეობას ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის შემდეგ აცნობეს. ადგილზე მყოფი მოქალაქეებისთვის ადგილზე მოტანილია პლედები, საკვები, დამტენები და ცხელი სასმელები. ოპოზიციის ლიდერები მოსახლეობას აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებენ. "სრულად ვიზიარებთ პრეზიდენტის პოზიციას. არჩევნებს არა აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, არც ოპოზიციის მხრიდან, არც პრეზიდენტის მხრიდან და დღეს, საქართველოს აბსოლუტურად თვითმარქვია ადამიანები მართავენ. ამიტომ ჩვენი ბრძოლა იქნება ბოლომდე, რომ გაიმარჯვოთ თქვენ - ქართველმა ხალხმა და იცოდეთ, რომ ყოველთვის ყველა ნაბიჯს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით",- განაცხადა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)