|
2024-11-18 17:26:47, 370 ნახვა
პოლიტიკა
ასლან ბჟანია ე.წ. ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია „დეპუტატთა“ ჯგუფთან შეხვედრაზე „დელეგაციის“ შექმნას და „ხელისუფლებასა“ და „ოპოზიციას“ შორის მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“ ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, „დელეგაციის“ შექმნა დღეს, 18:00 საათზე უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასა და „ოპოზიციას“ შორის დაპირისპირება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების მშენებლობას ითვალისწინებს. ე.წ. პარლამენტს "დოკუმენტის" რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა მოეხდინა, თუმცა პროტესტის დაწყების გამო, საკითხის განხილვა გადადო. „ოპოზიციის“ მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)