|
2024-11-17 21:32:44, 712 ნახვა
პოლიტიკა
ჭავჭავაძის გამზირზე კარვები გაშალეს - მოძრაობა გადაკეტილია
“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრებმა ჭავჭავაძის გამზირზე კარვები გაშალეს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ განაცხადა პროტესტი ამ სახით 24 საათით გაგრძელდება. " მივესალმები რუსთაველის გამზირზე მყოფებს, ძალიან დიდი ბოდიში ყველას შეწუხებისთვის, მაგრამ ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ აქ ვრჩებით! 24 საათი ეს აქცია იდგება აქ. ვინ არის თანახმა თქვენ შორის, არ შეუშინდეს დაჭერას არ შეუშინდეს სივიცეს, რუსულ რეჟიმს, იმიტომ რომ ეს სამშობლო ჩვენია, მომავალი ჩვენია და ჩვენ მივდივართ ევროპაში. ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება. ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას. " -განაცხადა ნიკა გვარამიამ. ჭავჭავაძის გამზირზე სამოქალაქო სექტორია შეკრებილი და მათ პარლამენტთან შეკრებილი საზოგადოებაც უერთდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)