|
2024-11-16 13:22:12, 470 ნახვა
პოლიტიკა
კალანდარიშვილი კირთაძეზე - ის, რაც ვნახეთ, ამ კონკრეტული ადამიანის ბოროტების სახეა
პირადი თავდასხმებითა და ბულინგით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ, რეალურად, არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ხელშესახები გარემოება, რომელიც მიუთითებდა, რომ არჩევნები მანიპულირებული იყო,- ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სხდომაზე განაცხადა. კალანდარიშვილის თქმით, “ცესკოს დღევანდელ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის ქმედება ადასტურებს, რომ ოპოზიციას არგუმენტები არ გააჩნია“.
შეგახსენებთ, ცესკოში 11:00 საათიდან შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილსა და “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ დავით კირთაძეს შორის ცესკოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა და კირთაძემ კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე დროებითი შესვენება გამოცხადდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)