|
2024-11-15 23:36:21, 507 ნახვა
მსოფლიო
შოლცმა პუტინთან საუბარში დაგმო რუსეთის ომი უკრაინაში
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში დაგმო რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომი და მოუწოდა პუტინს შეწყვიტოს ეს ომი და გაიყვანოს რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან. ამის შესახებ DW-ს გერმანიის სამთავრობო წრეებში წყაროებმა განუცხადეს. საუბრის ბოლოს, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი მზად უნდა იყოს უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად და კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის მტკიცე გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში მანამ, სანამ ეს საჭიროა. ოლაფ შოლცმა, ვლადიმირ პუტინთან საუბარში, მკაცრად დაგმო რუსეთის საჰაერო თავდასხმები უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა გააფრთხილა პუტინი, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების გაგზავნა რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად „კონფლიქტის სერიოზულ ესკალაციას და გაფართოებას გამოიწვევს“. შოლცმა ნათლად აჩვენა, რომ ამ ომში რუსეთის მიერ დასახული არცერთი მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდა და მან მოუწოდა რუსეთს მზად ყოფილიყო „უკრაინასთან სერიოზული მოლაპარაკებების გასატარებლად“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უკრაინის მხარდაჭერა იქნება გრძელვადიანი და რუსეთის პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ დრო მის სასარგებლოდ იქნება“. ოლაფ შოლცი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ „კონტაქტში დარჩნენ“. ამავდროულად, გერმანიის მთავრობა გააგრძელებს არსებული ვითარების შესახებ მოკავშირეების, პარტნიორების, ასევე ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელობის ინფორმირებას. ეს პოლიტიკოსებს შორის პირველი კონტაქტია 2022 წლის დეკემბრის შემდეგ. ბერლინსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების არხი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ შეწყდა.
კობახიძე: დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს
ყაველაშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, დამოუკიდებლობა არაა სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა
შიო III: თავისუფლება მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და წარსულის მემკვიდრეობად არ უნდა ვაქციოთ
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)