12:05 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-15 11:07:53, 349 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ახალი პროექტი Batumi Villas განხორციელდა

ბაზისბანკი განაგრძობს სამშენებლო და დეველოპერული პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას. ამჯერად, სამშენებლო კომპანია ლუქსმშენმა Batumi Villas განახორციელა. ახალი პროექტის განსახორციელებლად, ბაზისბანკის მიერ გაწეულმა ფინანსურმა მხარდაჭერამ, 1 მილიონი აშშ  დოლარი შეადგინა.

Batumi Villas  ბათუმის ახალ ბულვართან, გ. ანწუხელიძის ქ. 81-ში მდებარეობს,  რომელიც განსხვავებული კონცეფციის ევროპული ტიპის დასახლებაა და გამორჩეული არქიტექტურის 10 საცხოვრებელ ვილას მოიცავს. კომპლექსი ყველანაირ პირობას უქმნის მობინადრეებს, რომ თავი საუცხოო გარემოსთან ერთად კომფორტულად იგრძნონ. ვილები უზრუნველყოფილია დაცვით, 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობით, გაქირავებისა და მართვის სერვისით.

ლუქსმშენი ქართული სამშენებლო დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ბათუმში საიმედო საინვესტიციო გარემოს ქმნის. კომპანია მიზნად ისახავს თანამედროვე და ნოვატორული საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას და მომხმარებელზე ზრუნვას.

ბაზისბანკის და სამშენებლო კომპანია ლუქსმშენის ბიზნეს პარტნიორობით, ბათუმში ასევე საცხოვრებელი კომპლექსი შენდება. პრემიუმ კლასის ხუთსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი მდებარეობს ბათუმში, გ. ანწუხელიძის 79-ში. ახალ ბულვართან ახლოს.

Batumi Villas შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებულ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 2024 წლის 1%-დან 2025 წელს 3.9%-მდე გაიზარდა, ხოლო 2026 წლის აპრილში წინა წელთან შედარებით 5.9%-ს მიაღწია
კობახიძე ამტკიცებს, რომ ბიზნესი არის თავისუფალი და კორუფციისგან თავისუფლების კუთხით გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზი - ინფლაცია გასულ წელს გაიზარდა სურსათის ფასების ზრდისა და მოთხოვნის ზეწოლის გამო და 2026 წელსაც მაღალი დარჩება
ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით, ინვესტიციების ზრდა, შემცირებული დარჩება შიდა პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებულ გაზრდილ გაურკვევლობის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics