05:01 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-27 15:10:35, 587 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ქვემო ხოდაშენში სოფლის ბიბლიოთეკა მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა თელავის რაიონის სოფელ ქვემო ხოდაშენში სოფლის ბიბლიოთეკა მოინახულა, რომლის ტექნიკური აღჭურვაც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან განხორცილდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ ფარგლებში ფონდის დახმარებით კახეთის რეგიონში 45 ბიბლიოთეკა აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით, მრავალფუნქციური ლაზერული პრინტერებით და ინტერნეტით.  ბიბლიოთეკარებმა კი, კვალიფიკაციის ამაღლების კურსები  გაიარეს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ამ ბიბლიოთეკების სახით სოფლებში შეიქმნება საინფორმაციო ცენტრები, რომლებსაც კულტურულ - საგანმანათლებლო კერების დატვირთვა ექნებათ, სოფლის ახალგაზრდებს და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ შეიკრიბონ და სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელონ.

პრეზიდენტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში არსებული ყველა სოფლის ბიბლიოთეკის ფონდები შეივსო ახალი გამოცემებით.

პროექტს საბიბლიოთეკო ასოციაცია ახორციელებს.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით,  წელს, პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკისათვის“ მეორე ეტაპი ხორციელდება   - „თანამედროვე ინტერნეტსერვისები საქართველოს სოფლების მოსახლეობისათვის".  საბიბლიოთეკო ასოციაცია ფონდის დაფინანსებით საქართველოს საზღრისპირა რეგიონებში 70 სოფლის ბიბლიოთეკის ინტერნეტიზაციას განახორციელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics