22:34 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-11 15:54:39, 390 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრების მიერ, არადეკლარირებული თანხის შემოტანის 170 მცდელობა აღიკვეთა

მიმდინარე წლის, ბოლო 3 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მასშტაბით არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, არადეკლარირებული თანხის შემოტანის 170 მცდელობა აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში - 8 278 880 09 ლარი (ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით) აღმოაჩინეს.

“საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 649 712,89 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

შეგახსენებთ, შემოსავლების სამსახური, როგორც საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილებული საქონლის გამოვლენასა და შესაბამისი რეაგირების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება, მუდმივად ახორციელებს მკაცრ კონტროლს არადეკლარირებული საქონლის გადაადგილების პროცესის მიმართ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics