|
2024-11-06 11:08:36, 359 ნახვა
პოლიტიკა
ნათია მეზვრიშვილს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხავენ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მზევრიშვილს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხავენ. ამის შესახებ მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა. მეზვრიშვილის განცხადებით, მაგისტრატ მოსამართლეს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს წარუდგენს. „12:00 საათზე ვიქნები მაგისტრატ მოსამართლესთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით. პირველი, რაზეც პროკურატურას მოუწევს პასუხის გაცემა, არის - რატომ არ რეაგირებდა თვეების განმავლობაში ჩვენს ოფიციალურ განცხადებებზე დანაშაულებთან დაკავშირებით და რატომ ეხმარებიან ცესკოს მტკიცებულებების შესაძლო განადგურებაში“,- დაწერა მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 4 ნოემბერს დაიბარეს. გუშინ, 5 ნოემბერს პროკურატურაში ასევე დაიბარეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთი-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)