02:23 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-05 13:09:47, 329 ნახვა

პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!

პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ! - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი აცხადებს.

ოქრიაშვილის თქმით, საზოგადოებამ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ ნიჰილიზმს ყურადღება არ უნდა მიაქციოს.

„სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით ნიჰილისტურ „პოსტებსაც“ და ვიდეოებსაც, რომ გეგმა არ არსებობს, რომ პროტესტი არაფერს მოგვიტანს - ერთი სიტყვით, ხშირად შეხვდებით წუწუნს. 

ვის აწყობს, ვის აძლევს ხელს, ვინ აორგანიზებს ამ მასობრივ ნიჰილზმს?! ეს ადვილი მისახვედრია: ხალხის ნაწილი ბუნებით პესიმისტია, ნაწილი კი გასაგებია, საიდანაც იმართება - მიტაცებული ხელისუფლების სტრუქტურებიდან! 

ჰოდა, მოგმართავთ ყველა გულანთებულ, პატრიოტს - ნუ მიაქცევთ ყურადღებას ამ ნიჰილიზმს, აკეთეთ თქვენი საქმე ხარისხიანად და შედეგიც იქნება. ნუ დაკავდებით წინასწარმეტყველებებით - რა მოხდება, მერე რა იქნება და ა.შ. აკეთეთ ის, რასაც სინდისი გკარნახობთ და შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს. 

პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.     





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics