|
2024-11-04 15:34:34, 345 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს - მთელი პარტია ემსახურებით „ნაცებს“, რომლებმაც ტერიტორიები რუსეთს ჩააბარეს
მთელი პარტია ემსახურებით "ნაცებს", რომლებმაც ტერიტორიები რუსეთს ჩააბარეს, ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე და საკუთარ სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალეს,- ასე მიმართავს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარტია "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლებს. მდინარაძის განცხადებით "ასევე კოორდინირებულად ავრცელებს ორივე პარტია, შალვა პაპუაშვილის მიერ ბრიფინგზე გამოყენებული საქართველოს რუკის შესახებ ყალბ ინფორმაციასაც".
ცნობისთვის, დღეს, 4 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომლის დროსაც ერთ-ერთ „სლაიდზე“ გამოსახული საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე აღიქმებოდა. მმართველი პარტიის წარმომადგენლების განმარტებით, რადგან „ქართულ ოცნებას“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დელეგატები არ ჰყავდა, რეგიონები რუხი ფერით იყო აღნიშნული და საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ აღიქმებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)