|
2024-11-04 14:01:37, 345 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა და ეს არის ამათი რუკაო - უსამშობლოებმა „პოსტების“ წერა დაიწყეს
რუსეთზე ტერიტორიების ჩამბარებლების მსახურებმა საარჩევნო რუკაზე ღია ფერით სარგებლობა გადაწყვიტეს,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებულ განცხადებებს. როგორც მდინარაძემ განმარტა, საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა. მისივე თქმით, პრეზენტაცია ბრიფინგზე დამსწრე ყველა ჟურნალისტს გადაეცა. „რუსეთზე ტერიტორიების ჩამბარებლების მსახურებმა საარჩევნო რუკაზე ღია ფერით სარგებლობა გადაწყვიტეს. ამას ვამბობთ სულ, რამდენად მდაბიოები არიან! პ.ს. ვინც ჯერ არ იცის. საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ გამოჩნდა და ეს არის ამათი რუკაო - უსამშობლოებმა წამების განსხვავებით დაიწყეს „პოსტების“ წერა, რითაც იმისი გადაფარვა სცადეს, რაც შალვა პაპუაშვილმა მათ ამ ბრიფინგზე დამართა. ამავე დროს, პრეზენტაცია ბრიფინგზე დამსწრე ყველა ჟურნალისტს გადაეცა“,- წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, დღეს, 4 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომლის დროსაც ერთ-ერთ „სლაიდზე“ გამოსახული საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე აღიქმებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)