|
2024-10-31 16:48:52, 424 ნახვა
პოლიტიკა
ორბანი - კრისტერსონი საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმოდგენაში მადანაშაულებს - აშკარად ვაშინგტონმა დაავალა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოსთან დაკავშირებით შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტენსონის განცხადებას ეხმაურება. როგორც ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, კრისტენსონმა „დავალება ვაშინგტონისგან მიიღო“. „შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი მადანაშაულებს საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმოდგენაში. მას აშკარად ვაშინგტონმა დაავალა, ასე გაეკეთებინა. რა სამწუხაროა“,- წერს ორბანი. შეგახსენებთ, უნგრეთში შვედეთის ელჩი უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებაზე, შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონის კრიტიკა გახდა. 28-29 ოქტომბერს, თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ორბანმა განაცხადა, რომ საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. მის განცხადებებს კრისტერსონი გამოეხმაურა და თქვა, რომ უნგრეთის მთავრობის მეთაური ევროპის ქვეყნების სახელით არ ლაპარაკობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)