|
2024-10-30 13:06:31, 482 ნახვა
მსოფლიო
Telegraph - „თალიბანმა“ ავღანეთში ქალებს ქალების ხმის მოსმენა აუკრძალა
"თალიბანმა" ავღანეთში ქალებს ქალების ხმის მოსმენა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს. "სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის" მინისტრმა, ხალიდ ჰანაფიმ ახალი შეზღუდვა, ორშაბათს, ხმოვანი შეტყობინებით გაავრცელა. "მაშინაც კი, როდესაც ზრდასრული ქალი ლოცულობს და სხვა ქალი გაივლის, ეს ლოცვა არ უნდა იყოს ისეთი ხმამაღალი, რომ სხვებს ესმოდეთ",- თქვა თავის გზავნილში მინისტრმა. მიუხედავად იმისა, რომ "თალიბანის" გადაწყვეტილების დეტალები უცნობია, ავღანელი უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ქალებს, ფაქტობრივად, ერთმანეთთან ლაპარაკი აეკრძალათ. როგორც ქაბულში მცხოვრებმა Telegraph-ს უთხრა, ავღანეთში ცხოვრება ქალებისთვის წარმოუდგენლად მძიმეა. "ფსიქოლოგიური წამების ფორმაა. ავღანეთში ცხოვრება ჩვენთვის, როგორც ქალებისთვის, წარმოუდგენლად მძიმეა. ყოველდღიურად გვაწამებენ. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, მოვისმინოთ სხვა ქალების ხმა და მე არ მესმის, საიდან მოდის ეს შეხედულებები",- აცხადებს ადგილობრივი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)