19:23 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 10:22:10, 397 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთმა მერვე მისიის ეკიპაჟი ორბიტალურ სადგურზე გაუშვა

კოსმოსური ხომალდი Shenzhou-19 სამკაციანი ეკიპაჟით გაეშვა დილო-დასავლეთ ჩინეთში მდებარე Jiuquan Cosmodrome კოსმოდრომიდან. რამდენიმე საათში ისინი უნდა მივიდნენ Tiangong-ის ორბიტალურ სადგურზე, სადაც ჩაანაცვლებენ ორბიტაზე მომუშავე ეკიპაჟს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

Shenzhou-19 მისია იქნება ეკიპაჟის მერვე ექსპედიცია Tiangong-ის სადგურზე. პირველი მუშაობდა 2021 წელს ივნისიდან სექტემბრამდე.

ჩინეთის სადგური დედამიწის გარშემო ორბიტაზე 400 კილომეტრის სიმაღლეზე მოძრაობს. სადგური შექმნილია სამი ტაიკონავტის მუშაობისთვის. ეკიპაჟის ცვლილების დროს სადგურზე ექვსი ადამიანია განთავსებული.

წინა, მეშვიდე ექსპედიციის მონაწილეები დედამიწაზე დაბრუნებას 3 ნოემბერს გეგმავენ.

ახალი ექსპედიციის პროგრამაში ერთ-ერთი ექსპერიმენტი გულისხმობს მთვარის ნიადაგის მსგავსი მასალისგან დამზადებულ გარე კოსმოსურ სამშენებლო „აგურების“ ტესტირებას. თუ ექსპერიმენტი წარმატებული იქნება, გაჩნდება მთვარეზე მომავალი მთვარის სადგურის შენობების აშენების პერსპექტივა დედამიწიდან სამშენებლო მასალის მიწოდების გარეშე. მთვარეზე ჩინური სადგურის შექმნის დაგეგმილი თარიღი 2035 წლის დასასრულია, იუწყება Reuters.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სომხეთის თანამშრომლობა აშშ-სთან და ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მირზოიანი
საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics