|
2024-10-30 10:23:08, 395 ნახვა
მსოფლიო
ჰარისი - ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობა შეუზღუდავი ძალაუფლებისთვის სურს
დონალდ ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობა შეუზღუდავი ძალაუფლებისთვის სურს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა და „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა. როგორც ჰარისმა ვაშინგტონში შეკრებილ მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მიზნით, კაპიტოლიუმში „შეიარაღებული ბრბო გაგზავნა“. „ჩვენ ვიცით, ვინ არის დონალდ ტრამპი - ეს არის ადამიანი, რომელიც არასტაბილურია, შურისძიებით არის შეპყრობილი, წყენით არის სავსე და შეუზღუდავ ძალაუფლებას ესწრაფვის. ტრამპი, ათი წელია, ცდილობს, ამერიკელი ხალხი გაყოფილი ჰყავდეს. აი, ვინ არის ის, მაგრამ აშშ, მე აქ ვარ დღეს, რომ გითხრათ: ეს არ ვართ ჩვენ“,- თქვა ჰარისმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)