|
2024-10-25 13:41:53, 450 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ფილიპინებში ტროპიკული შტორმის შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა - 20 პირი დაკარგულად მიიჩნევა
ფილიპინებში ტროპიკულ შტორმ “ტრამის“ 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - 20 პირი კი, დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, შტორმმა ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური რეგიონი ბიკოლი დააზარალა, სადაც სტიქიამ რამდენიმე ადგილას მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია. როგორც მედია იტყობინება, სტიქიის გამო, 240 ათასამდე ადამიანი საევაკუაციო ცენტრებს აფარებს თავს; გაუქმდა ათობით ავიარეისი; შეწყდა საზღვაო მიმოსვლა, რის გამოც 7 500-ზე მეტი მოქალაქე პორტებშია ჩარჩენილი. ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოსმა ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში დახმარების გაგზავნის განკარგულება გასცა. “მე პირობას ვაძლევ ჩვენს ხალხს და ვეტყვი, რომ დახმარება გზაშია. ის მოვა ხმელეთით, საჰაერო გზით, ან ზღვით“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)