20:21 - 26 May, 2026
|
2024-10-25 11:05:01, 405 ნახვა
მსოფლიო
მედია - ჩეჩნეთში უცნობმა პირებმა რუსეთის გვარდიის სატვირთო მანქანა დაცხრილეს
რუსეთის ფედერაციაში, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, გროზნოს რაიონის სოფელ პეტროპავლოვსკაიაში უცნობმა პირებმა რუსეთის ეროვნული გვარდიის სატვირთო მანქანას ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს. როგორც მედია ჩეჩენი ოპოზიციონერების, რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებულ მოძრაობა NIYSO-ზე დაყრდნობით იუწყება, თავდასხმის შედეგად 3 რუსი სამხედრო თანამშრომელი დაიღუპა. თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა სამთავრობო „ტელეგრამ-არხმა“ Mash-მა. Mash-ის ცნობითვე, დაცხრილული "ურალის" სატვირთო მანქანა ეკუთვნის ურუს-მარტანში განლაგებულ რუსეთის გვარდიის 46-ე ცალკეულ ოპერატიულ ბრიგადას. აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელებმა გაქცევა მოახერხეს და მათ დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)